დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა უკრაინა კონტრშეტევისთვის მოემზადებინა. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, როდის დაიწყებს უკრაინა კონტრშეტევას, მასზეა დამოკიდებული.

“ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ამ მომენტისთვის კონტრშეტევისთვის უკრაინის მოთხოვნილებები დავაკმაყოფილეთ. როდის დაიწყებენ მას - მათზეა დამოკიდებული, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ შესაძლებელი ყველაფერი გავაკეთეთ, და როდესაც ვამბობ “ჩვენ”, ვგულისხმობ არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებსაც”, - განაცხადა კირბიმ.

მან აღნიშნა, რომ არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არამედ ჯავშანტექნიკას, არტილერიას, საბრძოლო მასალასა და სამხედრო წვრთნებსაც გულისხმობს, რომლებიც წინსვლის პარალელურად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ უფრო დასჭირდებათ.

“საბრძოლო ქმედებები დინამიური რაღაცაა, და დარწმუნებულები უნდა იყონ, რომ ჩვენ ასევე დინამიურად მზად ვართ მომავალშიც დავეხმაროთ. ასე რომ, ბევრი რამ გავაკეთეთ და მომავალი დღეებისა და თვეების განმავლობაში მზად ვართ ბევრი რამ ვაკეთოთ”, - განაცხადა კირბიმ.