ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ მოხსენება ცხადია, „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს მოპოვებულ თავისუფლებას ართმევს და ქვეყანას იზოლირებულ, ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცევს, – ამის შესახებ ხუთი ამერიკელი კონგრესმენისა და სენატორის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებას ხელს აწერენ: ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, კონგრესმენი სტივ კოენი, ასევე დემოკრატი სენატორები: შელდონ უაითჰაუსი და ჯინ შაჰინი.

განცხადების ხელმომწერები აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, „ევროპელ პარტნიორებთან ერთად გამოიყენონ სანქციები და სხვა ხელმისაწვდომი ბერკეტები, რათა საქართველოს ხელისუფლებამ რეკომენდაციები შეასრულოს“.

„მოვითხოვთ, გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი, გააუქმონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები, ასევე არადემოკრატიული და უსამართლო კანონები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: პირველი არხი