კარიბის ზღვის აუზში, Princess Cruises-ის საკრუიზო გემზე კუჭ-ნაწლავის ინფექციის აფეთქების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, – ამის შესახებ New York Post–ი წერს.
დაავადება 12-დღიანი მოგზაურობის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ გამოვლინდა. CDC–ს ცნობით, დაშავებულებს ღებინება და დიარეა აღენიშნებათ. ინფექციის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
გემის მარშრუტი კარიბის ზღვას, კოლუმბიასა და პანამის არხს გადის. 18 ნოემბრის მონაცემებით, სიმპტომები 2936 მგზავრიდან 134-ს და ეკიპაჟის 1132 წევრიდან 14-ს აღმოაჩნდა.
Princess Cruises-ის წარმომადგენლებმა ინციდენტი საჭმლის მომნელებელი სისტემის მსუბუქი დარღვევად აღწერეს. კომპანია აგრძელებს ადამიანების მდგომარეობის მონიტორინგს, თუმცა ლაინერმა გრაფიკი არ შეცვალა. გემი ფლორიდაში 23 ნოემბერს დაბრუნდება. ეს კომპანიის გემებზე წელს მეოთხე მსგავსი ინციდენტია.