ტრამპის თქმით, კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა წინაშე წარსადგენად 4 დღე აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცლებს.
კონგრესის გამოძიებამ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ექსპრეზიდენტ, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სამი სისხლის სამართლის ბრალდება წამოაყენა. აშშ-ის მედიის ცნობით, საქმისთვის შერჩეული კომიტეტი აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აჯანყების უპრეცედენტო ბრალდებას მოიძიებს.