აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სერტიფიცირებას გაუუქმებს კანადაში წარმოებულ ყველა თვითმფრინავს და ქვეყანას 50 პროცენტიან ტარიფს დაუწესებს.

„იმ ფაქტის საფუძველზე, რომ კანადამარასწორად, უკანონოდ და მტკიცედ უარი თქვა Gulfstream 500, 600, 700 და 800 თვითმფრინავების, რომლებიც ერთ-ერთი უდიდესი და ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული თვითმფრინავებია, სერტიფიცირებაზე, ვაუქმებთ მათი Bombardier Global Express-ის და კანადაში წარმოებული ყველა თვითმფრინავის სერტიფიცირებას, სანამ Gulfstream-ი, დიდი ამერიკული კომპანია, სრულად არ იქნება სერტიფიცირებული, როგორც ეს მრავალი წლის წინ უნდა მომხდარიყო“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მისი მტკიცებით, კანადა, ფაქტობრივად, კრძალავს Gulfstream-ის პროდუქციის გაყიდვას კანადაში სერტიფიცირების პროცესის გამო.

„თუ რაიმე მიზეზით ეს სიტუაცია დაუყოვნებლივ არ გამოსწორდება, ვაპირებ კანადისთვის 50%-იანი ტარიფის დაწესებას ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდულ ყველა თვითმფრინავზე“, - აღნიშნა ტრამპმა.

Ipn.ge