კანადამ და საფრანგეთმა გრენლანდიაში საკონსულოები გახსნეს, – ამის შესახებ „სიენენი“ იტყობინება.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ანანდმა ქვეყნის საკონსულო ნუუკში ოფიციალურად გაახსნა.

„დღეს ამ დროშის აღმართვისა და საკონსულოს ოფიციალურად გახსნის მნიშვნელობა ის გახლავთ, რომ ჩვენ ბევრ საკითხში გრენლანდიისა და დანიის ხალხის გვერდით დავდგებით“, – განაცხადა ანანდმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟან-ნოელ პუარიე „პასუხისმგებელი იქნება გრენლანდიასთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე კულტურულ, სამეცნიერო და ეკონომიკურ სფეროებში, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან პოლიტიკური კავშირების განმტკიცებაზე“.

ამასთან, როგორც „სიენენი“ იტყობინება, საფრანგეთი ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც გრენლანდიაში გენერალური საკონსულო გახსნა.