კანადის მთავრობა ამზადებს ტარიფების ჩამონათვალს, რომელიც ქვეყანას შეუძლია დააწესოს აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დაპირებული 25%-იანი ტარიფების საპასუხოდ, განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ.
”ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ამერიკელ ხალხს და ტრამპის გარემოცვას, რომ იქნება რეალური შედეგები”, - განუცხადა მან ჟურნალისტებს ოტავაში, ”კანადას აქვს ღრმა სიმპათია შეერთებული შტატების მიმართ და არის მისი უახლოესი მოკავშირე, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს გავლენა.”
ჯოლის არ დაუკონკრეტებია, რომელ ამერიკულ საქონელსა და მომსახურებას შეიძლება დაექვემდებაროს ტარიფები. მაღალჩინოსნის თქმით, რომელსაც MarketWatch-ი ეყრდნობა, ყველა პროდუქტი განიხილება და საბოლოო სია დამოკიდებული იქნება ტრამპის საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
ტრამპმა 2024 წლის ნოემბერში პირობა დადო, რომ კანადიდან და მექსიკიდან შემოსულ საქონელზე 25%-იანი ტარიფები დააწესებს ამ ქვეყნებიდან არალეგალური ნარკოტიკებისა და მიგრანტების ნაკადის გამო.