ნიდერლანდურმა Just Eat Takeaway.com-მა დუბლინში დრონით საკვების მიწოდების სერვისები დაიწყო, იტყობინება კომპანიის პრესსამსახური. ამ მიზნით კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება ირლანდიურ Manna Drones Ltd.-სთან. მოსალოდნელია, რომ დრონების გამოყენება ხელს შეუწყობს მიწოდების დროის შემცირებას პიკის საათებში, რაც პოტენციურად შეამცირებს მიტანის დროს სამ წუთამდე.
სერვისი ამჟამად მხოლოდ დუბლინშია ხელმისაწვდომი, მაგრამ კომპანიამ შესაძლოა მომავალში ეს ტექნოლოგია ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში გაავრცელოს.