აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს აცნობა, რომ ისრაელისთვის 8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას გეგმავს, - ამის შესახებ BBC-ის იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, იარაღის აღნიშნული პარტია მოიცავს რაკეტებს, ჭურვებს და სხვა საბრძოლო მასალებს.

ამ ნაბიჯის განხორციელება საჭიროებს გადაწყვეტილების დამტკიცებას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კომიტეტებისგან.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აგვისტოში შეერთებულმა შტატებმა ისრაელისთვის 20 მილიარდი დოლარის ღირებულების მოიერიშე თვითმფრინავების და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა.