Jaguar Land Rover (JRL) 15 მილიარდ გირვანქა სტერლინგის (18,7 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიციას ახორციელებს ელექტრო მანქანებისა და ავტონომიური მართვის მახასიათებლების განვითარებაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.
კომპანია ინვესტიციას განახორციელებს შიდა წვის ძრავების ეტაპობრივი გაუქმების გეგმის ფარგლებში.
Jaguar გეგმავს, რომ JRL-ის ქარხანა გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ჰეილვუდში გადააქციოს მთლიანად ელექტრო მანქანების ქარხნად.
JRL-ს აქვს შეზღუდული გამოცდილება ელექტრომობილებთან დაკავშირებით, I-Pace SUV, კომპანიის ერთადერთი მთლიანად ელექტრო მანქანაა, დამზადებულია კანადის Magna International-ის მიერ ავსტრიაში.