ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებით, ივლისში რუსეთმა ნავთობის ექსპორტი ივნისის დონეზე შეინარჩუნა - 7,3 მილიონი ბარელი დღეში, მაგრამ 2022 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დიდი შემოსავალი 15,3 მილიარდი მიიღო.

„ივლისში რუსული ნავთობის ექსპორტი დაახლოებით 7,3 მილიონი ბარელი იყო დღეში. ნედლი ნავთობის ექსპორტის 200,000 ბარელით შემცირება ნავთობპროდუქტების მიწოდების ზრდით ანაზღაურდა. საექსპორტო შემოსავლის სავარაუდო მაჩვენებელი 15,3 მილიარდი დოლარია, რაც გასულ წელთან შედარებით 4,1 მილიარდი დოლარით ნაკლებია.

ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან რუსეთის შემოსავალმა 2022 წლის ნოემბრის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია. სააგენტოს შეფასებით, ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები თვეში უფრო გაიზარდა (1,6 მილიარდი დოლარით), ვიდრე ნავთობის მიწოდებიდან (0,9 მილიარდი დოლარი).

IEA-ს მონაცემებით, ივლისში ნავთობპროდუქტების ექსპორტი ივნისთან შედარებით 200 000 ბარელით გაიზარდა დღეში 2,7 მლნ ბარელამდე. მაზუთის, გაზის ნავთობის, ბენზინის და ვაკუუმური გაზის ნავთობის მიწოდების ზრდამ ნედლი ნავთობის ექსპორტის შემცირება ნაწილობრივ აანაზღაურა“, - აღნიშნულია სააგენტოს ყოველთვიურ ანგარიშში.