ჩინეთის ექსპორტი ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,5%-ით შემცირდა, რაც ბაზრის მოლოდინებზე მეტია. ამავე თვეში ასევე შემცირდა იმპორტი - 12,4%-ით.

ჩინეთის ექსპორტმა ივლისში $281,7 მლრდ, იმპორტმა კი $201,1 მლრდ შეადგინა. 

ივლისში ექსპორტის კლება 2020 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა იყო.

წლის პირველ ორ თვეში წლიურად 6.8%-ით შემცირების შემდეგ, ექსპორტი მარტში 14.8%-ით, აპრილში კი 8.5%-ით გაიზარდა, მაგრამ მაისში 7.5%-ით და ივნისში 12.4%-ით შემცირდა.

ივლისში ჩინეთიდან ექსპორტი მის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან (ASEAN) 21,43%-ით, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით 20,62%-ით შემცირდა.

ამავდროულად, ჩინეთიდან აშშ-ში ექსპორტი ივლისში წლიურად 23,12%-ით შემცირდა.