იტალიურმა Top Pizza Awards-მა 2024 წლის მსოფლიოს 100 საუკეთესო პიცერიის ჩამონათვალი გამოქვეყნა. რეიტინგი Top Pizza Awards-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
რეიტინგში პირველი ადგილი ნიუ-იორკში არსებულმა Una Pizza Napoletana-მ დაიკავა. როგორც პიცერიის ვებგვერდზე არის მითითებული, ობიექტი 12 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით დახურულია, რადგან მთელი გუნდი იტალიაში სამოგზაუროდ იმყოფება, სადაც მათ პრესტიჟულ ჯილდოს გადსცემენ. გუნდი სამსახურში დაბრუნებას მხოლოდ 4 ოქტომბერს გეგმავს.
ასევე, ჯილდო, იტალიის, ჩინეთის, სამხრეთ კორეის, ტაილანდის, ბოლივიისა და ინდოეთის პიცერიებს გადაეცათ.მსოფლიოს 10 საუკეთესო პიცერიაა:
Una Pizza Napoletana - ნიუ-იორკი (აშშ)
Diego Vitagliano Pizzeria - ნეაპოლი (იტალია)
I Masanielli- Francesco Martucci - კაზერტა (იტალია)
The Pizza Bar On 38th - ტოკიო (იაპონია)
Confine - მილანი (იტალია)
Napoli On The Road - ლონდონი (დიდი ბრიტანეთი)
Tony's Pizza Napoletana - სან-ფრანცისკო (აშშ)
I Tigli - სან ბონიფაჩო (იტალია)
Sartoria Panatieri - ბარსელონა (ესპანეთი)
50 Kalo - ნეაპოლი (იტალია)
რეიტინგში, ასევე, მოხვდა რესტორნები ბრაზილიიდან, ფილიპინებიდან, ავსტრიიდან, ჩინეთიდან, არგენტინიდან, საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან და ახალი ზელანდიიდან.