უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ იტალიის მიერ რუსი ოლიგარქებისთვის გაყინული აქტივების მოცულობა დაახლოებით 2 მილიარდ ევრო შეადგენს. 

ამის შესახებ იტალიის ფინანსური დაზვერვის სამსახურის დირექტორმა ენცო სერატამ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ამავე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს კიდევ 80 სუბიექტის სახელზე არსებული 170 ფინანსური აქტივი გაიყინა. გაყინული თანხების საერთო რაოდენობამ 330 მილიონ ევროს გადააჭარბა.

ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული აქტივები ევროპული სანქციების ფარგლებში გაყინეს, რომელთა შორის საბანკო ანგარიშები, ვილები, იახტები და მანქანებია.