ჩრდილოეთ იტალიაში, რომანო დი ლომბარდიის რეგიონში, ყველის ქარხნის მფლობელი საკუთარ საწარმოში მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მას ყველის 15000 თავი დაეცა, რის შედეგადაც 75 წლის ჯაკომო ჩაპარინი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის მიზეზად 9მ-ზე მეტი სიგრძის თაროს გატეხა სახელდება, რამაც დომინოს პრინციპით, სხვა თაროების დაზიანება და ათასობით კილოგრამი ყველის ვარდნა გამოიწვია.
როგორც გარდაცვლილის შვილი მედიასთან ჰყვება, ყველის საწმენდი აპარატიდან განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ ის მამასთან ერთად საწარმოში ვითარების შესამოწმებლად მივიდა. პრობლემის მოგვარების შემდეგ მათ საწარმო უნდა დაეტოვებინათ, თუმცა ჯაკომო ჩიპარინიმ დანადგარი გადატვირთა, რის შემდეგადაც ადგილზე ყველის ვარდნა დაიწყო და საწარმოს მფლობელი ათასობით კილოგრამი ყველის ქვეშ მოექცა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშველებს მისი ცხედრის ამოსაყვანად დაახლოებით 12 საათი დასჭირდათ.
შეფასების შედეგად საწარმოსთვის მიყენებული ზიანი $7,7 მლნ-ს შეადგენს.
ჯაკომო ჩიპარინიმ ყველის საწარმო 1970-იანი წლების ბოლოს დააფუძნა. ქარხანა ყოველწლიურად დაახლოებით 15000 თავ „გრანა პადანოს“ აწარმოებდა.