2024 წლის ბოლოსთვის იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრი ფრანჩესკო ლოლობრიჯიდა ხელს მოაწერს განკარგულებას, რომელიც ეძღვნება უალკოჰოლო ღვინოებს და დაამტკიცებს მათ ცალკე დასახელებას. ამის შესახებ Gambero Rosso წერს.

განკარგულების პროექტი დაამტკიცა რეგიონებისა და ავტონომიური პროვინციების კონფერენციამ, საკონსულტაციო ორგანომ, რომელიც შედგება ქვეყნის რეგიონების წარმომადგენლებისგან.

გამოცემის ცნობით, ფორმულირება alcool zero ან alcool free დაშვებული არ არის. ამის ნაცვლად, მწარმოებლებს დასჭირდებათ დაწერონ dealcolato (დეალკოჰოლიზებული) ან parzialmente dealcolato (ნაწილობრივ ალკოჰოლიზებული).

Unione Italiana Vini-ს (იტალიის ღვინის კომპანიების კავშირი) გენერალური მდივნის პაოლო კასტელეტის განცხადებით, ახალი კანონი კიდევ ერთ მნიშვნელოვან კორექტირებას ახდენს. ახლა მწარმოებლებს საშუალება ექნებათ უალკოჰოლო ღვინო აწარმოონ იმავე საწარმოებში, სადაც ალკოჰოლური ღვინოები, მაგრამ ცალკე აღჭურვილობით და ცალკე შენობაში. უალკოჰოლო ღვინის წარმოების შესაძლებლობა იტალიელ მწარმოებლებს მისცემს წვდომას ბაზრის ახალ სეგმენტზე, რომელიც იტალიაში ღვინის მომხმარებელთა 36%-ს შეადგენს, თქვა მან.

როგორც კვლევითი ფონდი უმბერტო ვერონეზი (Fondazione Veronesi) განმარტავს, იტალიაში ღვინო შეიძლება ეწოდოს 9% ალკოჰოლის შემცველ პროდუქტებს. 

არაუმეტეს 0,5% სიძლიერის ღვინო ჩაითვლება უალკოჰოლოდ, ნაწილობრივ კი უალკოჰოლოდ - 0,5%-დან 9%-მდე.

ოქტომბერში, GlobalData-ს ანალიტიკოსებმა იწინასწარმეტყველეს, რომ 2028 წლამდე, უალკოჰოლო სასმელების გლობალური ბაზარი  გაიზრდება 36,7%-ით $478,9 მილიონამდე.

rbc