რომი პანთეონში შესვლისთვის საფასურის შემოღებას გეგმავს. ბილეთების გაყიდვა მიმდინარე წლის მაის-ივნისში იგეგმება. ამის შესახებ eturbonews.com-ი წერს.
გადასახადის დაწესება იტალიის კულტურის სამინისტრომ და საეკლესიო ხელისუფლებამ ერთობლივად გადაწყვიტეს. ვარაუდობენ, რომ შესვლის ღირებულება 5 ევრომდე იქნება. 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის ბილეთის საფასური 2 ევრო იქნება. მორწმუნეებისა და არასრულწლოვანებისთვის შესვლა თავისუფალი იქნება.
ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს პანთეონის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო თანხების მოძიებას, რადგან ადგილს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. მხოლოდ 2019 წელს პანთეონში ვიზიტორთა რაოდენობამ 9,3 მილიონს მიაღწია.
ბილეთებიდან შემოსული თანხა ასე გაიყოფა - რომის ეპარქია მიიღებს 30%-ს, რომელიც ქველმოქმედებას და ეკლესიების აღდგენას მოხმარდება; კულტურის სამინისტრო თანხის 70%-ს მიიღებს და თავის თავზე აიღებს ლოკაციის მოვლა-პატრონობისა და დასუფთავების ხარჯებს.
კულტურის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება პანთეონის მონახულების საფასურის შემოღების შესახებ „საღი აზრის საფუძველზე მიიღეს და ეს მოკრძალებული თანხაა იტალიის ყველაზე ხშირად მონახულებულ ადგილას შესასვლელად“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სხვა ევროპულ კულტურულ ადგილებში მსგავს ადგილებში ბილეთების ღირებულება უფრო მაღალია. მაგალითად, პარიზში სტუმრები 14 ევროს იხდიან ნაპოლეონის საფლავის სანახავად, ხოლო ლონდონის უესტმინსტერის სააბატოში შესვლა 25 ევრო ღირს.
პანთეონი ძველი რომში „ყველა ღმერთის ტაძარი“ იყო, რომელიც მე-17 საუკუნეში ქრისტიანულ ტაძრად იქცა.