იტალიის კულტურის მინისტრმა ჯენარო სანჯულიანომ მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ამბობს, რომ ვანდალიზმის ჩამდენი 60 000 ევროთი დაჯარიმდება, ხოლო დარიცხული თანხები დაზიანებული ობიექტების შეკეთებას და დასუფთავებას მოხმარდება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია კულტურული ობიექტების დაზიანების ხშირმა შემთხვევებმა, როგორც არაკეთილსინდისიერი ტურისტების, ასევე მომიტინგეების მხრიდან, მათ შორის საღებავებისა და სხვა ნივთიერებების გამოყენებას.
მერმა გაიხსენა, რომ, ვანდალიზმის შემთხვევის შემდეგ, მთავრობა იძულებული გახდა დაეხარჯა 40,000 ევრო ტურინში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის მე-15 საუკუნის პალაცო მადამის ფასადის გასასუფთავებლად. ეს მოხდა მთელი რიგი ინციდენტების შემდეგ, როდესაც ტურისტებმა და მომიტინგეებმა განსაკუთრებით დააზიანეს იტალიის ფასდაუდებელი მემკვიდრეობის ნაწილები.
ვანდალების დასჯის ინიციატივა ქვეყნის მთავრობამ 11 აპრილს დაამტკიცა, თუმცა საბოლოოდ დამტკიცებული ჯერ არ არის.
აღნიშნულია, რომ ვანდალიზმისთვის ჯარიმა 10 000 ევროდან დაიწყება და 60 000 ევროს მიაღწევს.