ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი ისრაელს დიდ ფასს დააკისრებს დანაშაულებისთვის მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანასა და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა.

„ისრაელმა სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად ირანის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანას, ელექტროსადგურს და სამოქალაქო ბირთვულ ობიექტებს შეუტია. ისრაელი აცხადებს, რომ აშშ-სთან კოორდინირებულად მოქმედებდა. თავდასხმა ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დიპლომატიისთვის გახანგრძლივებულ ვადას. ირანი ისრაელს დანაშაულებისთვის მძიმე ფასს დააკისრებს“, - დაწერა არაღჩიმ სოციალურ ქსელში.

ამასთან, "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" გააფრთხილა რეგიონში არსებული იმ სამრეწველო ობიექტების თანამშრომლები, რომლებსაც ამერიკელი აქციონერები ჰყავთ, ასევე ისრაელის მოკავშირე მძიმე მრეწველობის თანამშრომლები, დაუყოვნებლივ დატოვონ თავიანთი სამუშაო ადგილები, რადგან საპასუხო თავდასხმების განხორციელებას გეგმავენ.

www.interpressnews.ge