გამოცემა Financianl Times-ის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE) ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების აღდგენის მიზნით მრავალეროვნული კოალიციის შექმნის ინიციატივას ლობირებს, რის ფონზეც ქვეყნის მთავრობამ მოკავშირეებს აცნობა, რომ ოპერაციაში მონაწილეობას თავადაც მიიღებს.

საამიროები, რომელსაც შედარებით მცირე ზომის, მაგრამ თანამედროვე ფლოტი ჰყავს, მრავალი ქვეყნის დარწმუნებას ცდილობს "ჰორმუზის უსაფრთხოების ძალის" შექმნის იდეაში, რომლის მიზანიც ირანის პოტენციური თავდასხმებისგან სრუტის დაცვა და გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.

"მიზანი რამდენადაც შესაძლებელია, იმხელა მასშტაბის საერთაშორისო ძალის შექმნაა," განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ. "საქმე ირანის წინააღმდეგ ომში წასვლას არ ეხება. ირანმა გლობალური ეკონომიკის წინააღმდეგ დაიწყო ომი, ამიტომ საჭიროა, რომ ხალხმა წინააღმდეგობა გაუწიოს.”

პარალელურად, აბუ-დაბი და ბაჰრეინი მუშაობენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე, რათა მომავალი ოპერაცია გაეროს მანდატის ფარგლებში ჩატარდეს, თუმცა, რუსეთი და ჩინეთი, რომლებსაც ვეტოს უფლება აქვთ, დიდი ალბათობით, მათ წინადადებას წინააღმდეგობას გაუწევენ.

tabula.ge