ულტრამემარჯვენე პარტია „ებრაულმა ძალამ“ განაცხადა, რომ „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედების გამო, პროტესტის ნიშნად, მთავრობას ტოვებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „ებრაული ძალის“ ლიდერმა, ეროვნული უშიშროების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ იმოქმედებს მთავრობის დამხობაზე, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება "ტერორიზმის სრული გამარჯვებაა".

შეგახსენებთ, ბენ-გვირი დიდი ხანია აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წინააღმდეგია და რომ ისსრაელმა „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია უნდა გააგრძელოს.

წყარო: ინტერპრესნიუსი