აშშ-ისრაელის ომმა ირანის წინააღმდეგ შესაძლოა მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სერიოზული ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვიოს, გააფრთხილა IEA-ს ხელმძღვანელმა. ამის შესახებ The Guardian-მა განაცხადა.

„ეს ნამდვილად ისტორიაში ყველაზე დიდი კრიზისია“, - განაცხადა თურქმა ეკონომისტმა ფატიჰ ბიროლმა France Inter Radio-სთან ინტერვიუში.

ბიროლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ენერგიის წარმოების აღდგენას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება. თეირანმა ჰორმუზის სრუტე დახურა აშშ-ისრაელის ირანზე თებერვალში თავდასხმების შემდეგ, რის შედეგადაც მხოლოდ ჩინეთის, მალაიზიის და პაკისტანის გემებს შეეძლოთ გავლა.

სრუტის დახურვამ, რომლის მეშვეობითაც მსოფლიო ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით 20% ტრანსპორტირდება, და რეგიონული ინფრასტრუქტურის დაზიანებამ, ისტორიაში გლობალური ნავთობის ბაზარზე ყველაზე დიდი არეულობა გამოიწვია.

ამასობაში, ევროპას შესთავაზეს შესაძლებლობა, გამოეყენებინა რუსული ენერგეტიკული რესურსები კრიზისის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, ევროკავშირმა, ეს შესაძლებლობა უარყო.