ირანის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი „ჰიჯაბისა და უბიწოების“ შესახებ, რომელიც 10 წლით პატიმრობას ითვალისწინებს ქალებისთვის, რომლებიც „აბუჩად აიგდებენ“ ისლამურ დრესკოდს“, - იუწყება „გარდიანი“.
დოკუმენტის მიღებას მხარი 152-მა დეპუტატმა დაუჭირა, 34-მა წინააღმდეგ, კიდევ შვიდმა კი თავი შეიკავა. ახლა კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს გუშაგთა საბჭომ, რის შემდეგაც ის ძალაში შევა.
ამჟამად ხელისუფლების თვალსაზრისით შეუსაბამო გარეგნობის გამო პოლიცია აკავებს ქალებს და აიძულებს მათ გადაიხადონ ჯარიმები.
გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტებმა ახალ კანონს უწოდეს "გენდერული აპარტეიდის ტოლფასი" დოკუმენტი და სურვილი იმისა, რომ ქალებს სრულ მორჩილებაში ყოფნა აიძულონ.
ირანის ხელისუფლების ჩანაფიქრით, ჰიჯაბის არარსებობის გამო უფრო მკაცრი ჯარიმები გააძლიერებს კონტროლს რელიგიური წესების დაცვაზე. 2022 წლის შემოდგომაზე ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შემდეგ, ბევრმა ირანელმა ქალმა საზოგადოებრივ ადგილებში თავსაბურავის ტარების უგულებელყო დაიწყო.
არაოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ახლა ისლამური რესპუბლიკის მაცხოვრებლების დაახლოებით 20 პროცენტი ქუჩაში გამოდის შიშველ თავებით, ჯინსებით და სხვა მსგავსი ტანსაცმლით.