Iran Air ერთადერთი ავიაკომპანია ქვეყანაში, რომელევროპის მიმართულებით ფრენებს ახორციელებდა, თუმცა ავიაკომპანია ევროკავშირის სანქციებს დაექვემდებარა. თეირანში განაცხადეს, რომ ევროკავშირის მიმართულებით ფრენებს ახლა უცხოური კომპანიები განახორციელებენ.

 

Euronews იუწყება, რომ მგზავრებმა ტექსტური შეტყობინება თეირანის იმამ ხომეინის აეროპორტიდან შეზღუდვების შემოღებიდან რამდენიმე საათში მიიღეს. მათ აუწყეს, რომ ფრენები ევროპის მიმართულებით არ განხორციელდებოდა. მგზავრები აეროპორტის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ, რომლებმაც განმარტეს, რომ ფრენების გაუქმება სანქციებით იყო გამოწვეული.

 

რეისების გაუქმებამდე ერთი დღით ადრე, 14 ოქტომბერს Iran Air-ისა და ორი სხვა ავიაკომპანიის - Mahan Air-ისა და Saha Airlines-ის მიმართ ევროკავშირმა შეზღუდვები შემოიღო. მათ გარდა სანქციებს დაექვემდებარა კიდევ ოთხიურიდიულდა შვიდფიზიკურპირი. მათ შეზღუდვები დაუწესდათ, რადგან ბრიუსელი ეჭვობს, რომ დასანქცირებულები რუსეთსამხედრო-სამრეწველო დანიშნულების პროდუქციას აწვდიდნენ. სანქციები დააწესა დიდმა ბრიტანეთმაც.

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ სექტემბერში რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ ინფორმაციას მცდარი უწოდა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვს თეირანის რაკეტები არ მიუღია.