"ირანი რეგიონში არასტაბილურობის მთავარი წყაროა," - ასე ფიქრობს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო. 

როგორც მან ისრაელში ვიზიტისას პრესკონფერენციაზე  თქვა, სწორედ ირანია იმ ყველაფრის უკან, რაც საფრთხეს უქმნის მილიონობით იმ ადამიანის სტაბილურობას, ვისთვისაც ეს რეგიონი სახლივითაა.

"ირანში მე ვგულისხმობ ირანის რეჟიმს, რომლის მსხვერპლიც მისი მოსახლეობაა. არასდროს არ შეიძლება, ირანი ბირთვული სახელმწიფო გახდეს, რომელსაც გარე წნეხისგან და ქმედებებისგან იმუნიტეტი ექნება. ეს არ შეიძლება, რომ ოდესმე მოხდეს. პრეზიდენტმაც [ტრამპმა] ეს გარკვევით თქვა," - ამბობს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ისრაელში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე.