BofA-მ ინვესტორებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 65% გლობალური ეკონომიკის შესუსტებას ელის. ინვესტორების თითქმის ორი მესამედისთვის ყველაზე სავარაუდო სცენარი გლობალური ეკონომიკური განვითარების შემცირებაა და ისინი შემოსავლის მხოლოდ უმნიშვნელო კლებას ელიან. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.
აღნიშნულია, რომ ფულადი სახსრების დონე მაისში 5.6%-მდე გაიზარდა, გაზრდილია აქციებისა და ობლიგაციების მოცულობაც და ის ახლა ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა 2009 წლის შემდეგ.
გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, უსაფრთხო ადგილის ძიებაში, ტექნოლოგიებში დაბანდებულმა აქციებმა ყველაზე დიდი, ორთვიანი, მოგება განიცადა. გლობალური აქციების ზრდა მაისში შეჩერდა, რადგან ინვესტორები ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების ზრდის გამო შეშფოთებული არიან, წერს Bloomberg-ი.