ინვესტორთა ჯგუფმა, Blackstone Inc.-ის ხელმძღვანელობით, შეიძინა Mitsubishi Corp.-ის შვილობილი კომპანიის 49.9%, რომელიც ფლობს წილს LNG Canada-ს პროექტში, – ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიოს უდიდესი ალტერნატიული ინვესტიციების მართვის კომპანიის განცხადებაში.

გარიგების ღირებულება 3.1 მილიარდი აშშ დოლარი იყო. გარიგების სხვა მონაწილეებს შორის იყვნენ Canada Pension Plan Investment Board, Ontario Municipal Employees Retirement System, Investment Management Corp. of Ontario და Public Sector Pension Investment Board.

Mitsubishi-ს შვილობილი კომპანია პროექტში 15%-იან წილს ფლობს. ტრანზაქციის შემდეგ, Mitsubishi შეინარჩუნებს მაკონტროლებელი პარტნიორის სტატუსს და პროექტიდან თხევადი ბუნებრივი აირის მიღების უფლებას.

LNG Canada კანადის პირველი და ამჟამად ერთადერთი მასშტაბური თხევადი ბუნებრივი აირის წარმოებისა და ექსპორტის პროექტია.

ვრცლად interfax – ზე