ინდოეთი უკვე რამდენიმე დღეა სტიქიას ებრძვის, გადაუღებელი სეზონური წვიმის შედეგად მდინარე იამუნა კალაპოტიდან გადმოვიდა, ადიდებული წყალი კი ქალაქ აგრაში თაჯ-მაჰალს მიუახლოვდა და ძეგლს დატბორვით ემუქრება, - ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
წყალდიდობის გამო საფრთხე მოსახლეობასაც შეექმნა, ადგილობრივების თქმით, ნალექის მატების შემთხვევაში დიდია რისკი რომ მათი სახლები საცხოვრებლად უვარგისი გახდეს.