ივნისში ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტმა კიდევ ერთ რეკორდს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ამავდროულად, სამხრეთ აზიის ქვეყანა OPEC+-ის მთავარი მწარმოებლისგან შესყიდვის ზღვარს ნელ-ნელა უახლოვდება.

ანალიტიკური კომპანია Kpler-ის ხელმძღვანელის ვიქტორ კატონას განცხადებით, ივნისში ინდოეთში იმპორტირებული ნავთობის დღიური მოცულობა 2,2 მილიონ ბარელამდე გაიზარდა.

ანალიტიკური ფირმის მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთიდან ექსპორტმა საუდის არაბეთისა და ერაყის ერთობლივ გადაზიდვებს გადააჭარბა.

ინდოეთი რუსული ნავთობის მთავარი მომხმარებელი უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდა, თუმცა,  ინფრასტრუქტურული პრობლემებისა და სხვა მომწოდებლებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობის გამო, რუსეთიდან იმპორტმა მალე შესაძლოა ზღვრულ მაჩვენებელს მიაღწიოს. 

ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსული ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Indian Oil Corp იყო, რომელსაც Reliance Industries Ltd მოჰყვებოდა.

საერთო ჯამში, ინდოეთში რუსეთიდან იმპორტმა ივნისში, დღეში საშუალოდ 1,5 მილიონი ბარელით, კიდევ ერთ რეკორდს მიაღწია.