საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ნავთობის მოპოვების შემცირების გამო დაპირისპირებაა,
მოსკოვი იაფი ნავთობის ექსპორტს ახორციელებს, რაც საუდის არაბეთის შეფასებით რიადის ძალისხმევას ზიანს აყენებს, მოსკოვი  OPEC+-ის ჩარჩოებში ნაკისრ ვალდებულებებს ნავთობის მოპოვების მოცულობების შემცირების შესახებ არ ასრულებს. ერ-რიადი რუსეთის მოქმედებებით ნავთობის მოპოვების სფეროში უკმაყოფილოა.

აღნიშნულ ინფორმაციას The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.

გამოცემის თანახმად, საუდის არაბეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა რუს კოლეგებს შეთანხმებული შემცირებების დაცვის თხოვნით მიმართეს.

ერ-რიადის შეფასებით, რუსეთი მსოფლიო ბაზარზე იმაზე მეტი ნედლი ნავთობის გატანას ახდენს, ვიდრე ეს შეთანხმებული იყო და ეს ნავთობზე ფასების სტაგნაციას იწვევს იმ ფონზე, როდესაც საუდის არაბეთს მათი გაზრდა სურს.

4 ივნისს OPEC+ ქვეყნების მოახლოებული შეხვედრის წინ, დაძაბულობა იზრდება.

ეს არაფორმალური ორგანიზაცია ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა საერთაშორისო ორგანიზაციაში (OPEC) შემავალ ქვეყნებს აერთიანებს. აქ წამყვან როლს თამაშობენ საუდის არაბეთი და რიგი სახელმწიფოები, რომლებიც OPEC-ის წევრები არ არიან, მათ შორის არის რუსეთიც.

Brent-ის ნავთობის ფასები მსოფლიო ბაზარზე ახლა 10%-ით დაბალია, ვიდრე ეს აპრილის დასაწყისში იყო. მაშინ OPEC+-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების შემცირების პირობა დადეს. საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოში მიაჩნიათ, რომ საუდის არაბეთისგან განსხვავებით, რუსეთს არ შეუმცირებია აპრილში ნავთობის მოპოვება შეპირებულ 500 ათას ბარელამდე დღე-ღამეში.

ადრე OPEC+-ის ჩარჩოებში არაერთ მოლაპარაკებას, ნავთობზე შედარებით მაღალი ფასების შენარჩუნება მოჰყვა. Wall Street Journal-ის თანახმად, საუდის არაბეთმა ბიუჯეტში ნავთობის ფასად ბარელზე 81 დოლარი დააწესა, თუმცა ახლა ის რამდენიმე დოლარით დაბალია. ნავთობის მოპოვების შემცირებას შესაძლოა, ფასების ზრდისთვის შეეწყო ხელი.

რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი თავის მხრივ, ამტკიცებდა, რომ რუსეთი „ნავთობის მოპოვების შემცირების“ ყველა „ნებაყოფლობით დონეს“ იცავდა.

ინფორმაციისთვის, დასავლეთის ქვეყნებმა გასულ წელს შეზღუდვები დააწესეს რუსულ ნავთობზე და ე.წ. ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ.