ტურისტების ნაკადის შესამცირებლად, იბიცას ხელისუფლება კუნძულზე შესული ავტომობილების რაოდენობაზე ახალ შეზღუდვებს აწესებს. კუნძული ყოველწლიურად სამ მილიონზე მეტ ტურისტს იღებს, რაც მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს მის ინფრასტრუქტურაზე და დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.

1 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, კუნძულზე მხოლოდ 20 168 ტურისტული სატრანსპორტო საშუალების შესვლა იქნება დაშვებული. აქედან 16 000 ხელმისაწვდომი იქნება გაქირავებისთვის, ხოლო კიდევ 4 108 იქნება მსუბუქი ავტომობილი, რომელიც კუნძულზე ზღვით ჩამოვა ბარსელონას, დენიას, ვალენსიის ან პალმას პორტებიდან საკუთარი ტრანსპორტით მოგზაურ ტურისტებთან ერთად.

ვრცლად 34travel–ზე