უკრაინაში ომთან დაკავშირებით, იაპონია ამკაცრებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს განაცხადა.
როგორც სამინისტროს განცხადებიდაბ ირკვევა, განახლებული სანქციების სიაში შედის 17 რუსი ფიზიკური პირი და 78 რუსული ორგანიზაცია, რომელთა აქტივები იაპონიაში გაიყინება. ასევე ამოქმედდება საექსპორტო შეზღუდვები 80 ორგანიზაციისთვის.
სანქციები, წესდება რუსეთის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის, მათ შორის სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე გაერთიანებული შეიარაღების არმიის მეთაურის, მიხეილ ზუსკის და რუსეთის სახმელეთო ჯარების სარაკეტო ძალებისა და არტილერიის მეთაურის, მიხაილ მატვეევსკის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, პირთა სიაში მოხვდა კონცერნ Алмаз-Антей-ის გამგეობის თავმჯდომარე და დირექტორთა საბჭოს წევრი იან ნოვიკოვი.
ორგანიზაციებს შორის, რომელთა აქტივები გაიყინება, არის სამეცნიერო საწარმო გაერთიანება Связь-ი, ქარხანა Метеор-ი, ასევე საავიაციო ინდუსტრიისა და თავდაცვის ინდუსტრიის სხვადასხვა საწარმოები.
ექსპორტის შეზღუდვები დაუწესდა: პერსპექტიული კვლევის ფონდს, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალურ სამსახურს, სააქციო საზოგადოება Концерн Автоматика-ს, კომპანია КАМАЗ-ს, ფონდ Сколково-ს და სხვ.