ლონდონის ჰითროუს აეროპორტი იანვარში 6,319 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 5,4%-ით მეტია წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, ნათქვამია აეროპორტის პრესრელიზში.

ეს რეკორდული მაჩვენებელია წლის პირველ თვეში. გარდა ამისა, გასული იანვარი ზედიზედ მეთერთმეტე თვე გახდა, როდესაც აეროპორტის საშუალო დღიურმა მგზავრთა ბრუნვამ 200 ათასს გადააჭარბა.

იანვარში დასრულებული 12 თვის განმავლობაში მგზავრთნაკადი 5,7%-ით გაიზარდა და 84,183 მლნ. შეადგინა.

interfax