ლონდონის ჰითროუს აეროპორტი აპრილში 7.1 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც ამ თვის რეკორდული მაჩვენებელი გახდა, იტყობინება აეროპორტის პრესსამსახური.
წლიურ გამოხატულებაში, მგზავრთნაკადი 5.9%-ით გაიზარდა.
ხანგრძლივი უქმეების განმავლობაში, რომელიც საბანკო არდადეგებს მოიცავდა, ბრიტანეთის მთავარ აეროპორტში თითქმის ერთმა მილიონმა მგზავრმა გაიარა, ხოლო აღდგომის ორშაბათი ჩამოსვლების რაოდენობით რეკორდულად დატვირთული დღე გახდა.
მგზავრთნაკადი იანვარ-აპრილში 0.5%-ით გაიზარდა და 25.3 მილიონ ადამიანს მიაღწია. 12 თვის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 3.6%-ით თითქმის 84 მილიონ ადამიანამდე მოიმატა.
გასულ თვეში ტვირთების გადაზიდვის მოცულობამ 128,586 ტონა შეადგინა, რაც 7.7%-ით მეტია 2024 წლის აპრილის მაჩვენებელზე. 12 თვის განმავლობაში ტვირთების გადაზიდვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა და 1,587 მილიონ ტონას მიაღწია.