ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა მაისში 7.2 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც თვის რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია აეროპორტის პრესრელიზში.
წლიურ გამოხატულებაში, მგზავრთნაკადი 0.4%-ით გაიზარდა.
იანვარ-მაისში მგზავრთნაკადი 0.5%-ით გაიზარდა და 32.55 მილიონ ადამიანს მიაღწია. 12 თვის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 3.1%-ით გაიზარდა და 84 მილიონ ადამიანს მიაღწია.
მაისის ყველაზე დატვირთული დღე 22 მაისი იყო, როდესაც ესპანეთში ევროპა ლიგის ფინალი ორ ინგლისურ გუნდს, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ტოტენჰემს“ შორის გაიმართა.
გასულ თვეში ტვირთების გადაზიდვის მოცულობამ 134.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 7.2%-ით მეტია. ტვირთების გადაზიდვა 12 თვის განმავლობაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9%-ით გაიზარდა და 1.596 მილიონ ტონას მიაღწია.
„ჰითროუ სიამაყით აღნიშნავს რეკორდულ ზრდას, რომელიც ადასტურებს ძლიერ მოთხოვნას და სარგებელი მოაქვს დიდი ბრიტანეთისთვის, ავიაკომპანიებისთვის და მგზავრებისთვის“ – ნათქვამია პრესრელიზში. „თუმცა, დადგა დრო ღიად განვიხილოთ, პრობლემები, რომლების წინაშეც დგას უკვე გადატვირთული აეროპორტი. ჰითროუ აგრძელებს პირველ კლასის სერვისის მიწოდებას, თუმცა, მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და მომსახურების მაღალი დონის შესანარჩუნებლად, გამტარუნარიანობის გაფართოება იქნება გადამწყვეტი ფაქტორი“.