Henley & Partners-მა მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. 

პირველი ადგილი ნიუ-იორკმა დაიკავა. ამ მეგაპოლისში ცხოვრობს 384 500 მილიონერი, რომელთაგან 66 მილიარდერია. მეორე უმდიდრესი ქალაქებია სან-ფრანცისკო და სილიკონის ველი, სადაც მილიონერების რაოდენობა 342 000-ს შეადგენს, მილიარდერების რაოდენობამ კი 82-ს მიაღწია, რაც კი ნიუ-იორკზე მეტია.

უმდიდრესი ქალაქების ათეულში ასევე მოხვდა ტოკიო, სინგაპური, ლოს-ანჯელესი, ლონდონი, პარიზი, ჰონგ კონგი, სიდნეი და ჩიკაგო.

აღსანიშნავია, რომ ლონდონმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში კლება განიცადა: მილიონერების რაოდენობა 12%-ით შემცირდა.

წყარო: 34travel.me