საყოფაცხოვრებო ქიმიკატების და პირადი მოვლის საშუალებების ცნობილმა მწარმოებელმა Henkel-მა დახურა გარიგება რუსული აქტივების გაყიდვის შესახებ. თანხის ოდენობამ 54 მილიარდი რუბლი - დაახლოებით $690 მილიონი შეადგინა. ამის შესახებ რუსული გამოცემა RBC კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაზე დაყრდნობით წერს.

რუსეთში კომპანია აწარმოებდა სარეცხი საშუალებებს ბრენდებს: Ласка, Persil, Losk, Пемос, Пемолюкс, Vernel, წებო Момент და ა.შ.

Henkel-ს ჰქონდა 11 ქარხანა რუსეთში. ისინი მუშაობდნენ პერმის, ენგელსის, ლენინგრადის, მოსკოვის, ულიანოვსკის რაიონებსა და სტავროპოლის ოლქში.

კომპანიის რუსული ბიზნესი ინვესტორთა კონსორციუმმა იყიდა, რომელიც მოიცავს ვიქტორ ხარიტონის, ივან ტავრინის და დიმიტრი კრიუკოვის სტრუქტურებს. მათთან ხელშეკრულების გაფორმება კომპანიამ მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გამოაცხადა.

კონცერნმა რუსეთიდან გასვლის გადაწყვეტილება 2022 წლის აპრილში გამოაცხადა. 2022 წლის აპრილის დასაწყისში Henkel-მა გამოაცხადა, რომ გააგრძელებს რუსეთში მუშაობას სანქციების ყველა შეზღუდვის დაცვით.