ჰავაის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ პოპულარულ ტურისტულ კუნძულ მაუის ტყის ხანძრის შედეგად 89 ადამიანი დაიღუპა.
შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს, რადგან ასობით ადამიანთან კავშირი ჯერ კიდევ არ არის.
მეხანძრეები ხანძარს ებრძვიან რამდენიმე რაიონში, მათ შორის ისტორიულ ქალაქ ლაჰაინაში, რომელიც თითქმის მთლიანად განადგურებულია. ადრე ეს ქალაქი წელიწადში ორ მილიონ ტურისტს იზიდავდა.
ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა.