აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს,რომ არსებობს „ძალიან კარგი“ შანსები რუსეთსა და უკრაინას შორის რაიმე სახის „სამშვიდობო შეთანხმების“ დადებისთვის. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართული სააღდგომო ღონისძიების დროს განუცხადა.
„სამშვიდობო შეთანხმების“ შესაძლო დეტალების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მომდევნო სამი დღის განმავლობაში სრულად გაამჟღავნებს შეთანხმების დეტალებს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრები უკრაინისა და რუსეთის საკითხზე. არსებობს ძალიან კარგი შანსი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
1tv.ge