ფრანგული კორპორაცია Kering-მა, რომელიც ფლობს ბრენდებს Gucci-ს, Yves Saint Laurent-ს, Balenciaga-ს, Bottega Veneta-სა და Alexander McQueen-ს, დადო ხელშეკრულება Valentino-ს 30%-იანი წილის 2023 წლის ბოლომდე შესყიდვის შესახებ.

კერინგის პრესრელიზში ნათქვამია, რომ გარიგება 1,7 მილიარდ ევროს შეადგენს.

Valentino-ს ამჟამად კატარის საინვესტიციო ფონდი Mayhoola ფლობს.

შეთანხმების თანახმად, კერინგი მიიღებს წარმომადგენლობას დირექტორთა საბჭოში, ხოლო Mayhoola გააგრძელებს ბრენდის განვითარების სტრატეგიის განხორციელებას. ასევე, კერინგის უფლება ექნება იყიდოს იტალიური მოდის სახლის დარჩენილი წილი 2028 წლამდე.

Valentino-ს გარიგება არის კომპანიებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილი, რომლითაც Mayhoola გახდება Kering-ის აქციონერი. ამ დროისთვის იტალიურ ბრენდს აქვს 211 მაღაზია 25-ზე მეტ ქვეყანაში და მისი წლიური შემოსავალი 1,4 მილიარდ ევროს შეადგენს.

შეთანხმების შესახებ ახალი ამბების ფონზე, კერინგის აქციები გაიზარდა 2,95%-ით და ერთ აქციაზე 537,4 ევროს შეადგინა.

2021 წელს Gucci-ს მფლობელმა ინვესტიცია მოახდინა  მაღალი დონის მეორადი გაყიდვების ონლაინ პლატფორმაში.

2022 წელს უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, კომპანია Kering-ის ჯგუფმა რუსეთში მაღაზიების დახურვის შესახებ გამოაცხადა.