ამერიკულმა სტარტაპმა LTA-მ, სადაც ინვესტიცია Google-ის თანადამფუძნებელმა სერგეი ბრინმა მოახდინა, პირველი დირიჟაბლი წარმოადგინა.
120 მეტრი სიგრძის საჰაერო ხომალდი ტვირთისა და მგზავრების გადასაყვანადაა განკუთვნილი. Bloomberg-ი წერს, რომ ამ მასშტაბის საჰაერო ხომალდი, 1930-იანი წლების შემდეგ არ აშენებულა. მილიარდერმა და Google-ის თანადამფუძნებელა ფრენის დიდი ხნის დავიწყებული ფორმის მოდერნიზაციას სცადა, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ტვირთის გადასაზიდად ან ჰუმანიტარული დახმარების მისიების დროს.
დირიჟაბლი აღჭურვილია ელექტრო პროპელერებით, გონდოლებით პილოტებისა და მგზავრებისთვის. საჰაერო ხომალდს ერთი ფრენით დაახლოებით 3700 კმ-ის დაფარვა შეუძლია.
LTA კიდევ ერთი საჰაერო ხომალდის აშენებას გეგმავს, რომელიც 185 მეტრი იქნება სიგრძეში და 200 ტონამდე ტევადობა ექნება. ეს რამდენჯერმე მეტია, ვიდრე Boeing 747 თვითმფრინავის ტევადობა.
LTA 2016 წლიდან, სერგეი ბრინის, Google-ის თანადამფუძნებლის და პროექტის ერთ-ერთი ინვესტორის ინიციატივით საიდუმლოდ ფუნქციონირებდა. ბრინის ინვესტიციის ოდენობა საჰაერო ხომალდის განვითარებაში გამჟღავნებული არ არის, მაგრამ LTA-ს თანამშრომლები მას 250 მილიონ დოლარად აფასებენ.