იტალიის ჩემპიონმა „ნაპოლიმ“ გიორგი წიტაიშვილის დამატება გადაწყვიტა – საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ მოთამაშეზე ინფორმაციას Diarioas-ის ჟურნალისტი ეკრემ კონური ავრცელებს.
„ქართველი ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც კიევის „დინამოდან“ „მეცში“ იჯარით გადავიდა, ევროპული კლუბების ინტერესთა სფეროშია. „ლიონმა“, „ლილმა“, „ნაპოლიმ“, „ლაციომ“ და „ვილიარეალმა“ მის შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყეს“, – წერს ეკრემ კონური.
გიორგი წიტაიშვილმა (ტრანსფერი კიევის „დინამოს“ ეკუთვნის) ევროპის რამდენიმე წამყვანი კლუბის ყურადღება რომ მიიპყრო ცნობილი ამბავია. ჟურნალისტ ეკრემ კონურის ცნობაში სიახლე ისაა, რომ 25 წლის ქართველით დაინტერესებულთა შორის იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი“ პირველად დასახელდა.
წიტაიშვილი მიმდინარე სეზონის ბოლომდე „მეცმა“ კიევის „დინამოდან“ იჯარით დაიმატა. მან მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისში უმთავრდება.