ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკვე ძალაშია. ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერის ოფისის მიერ გაკეთდა.

ზავი ადგილობრივი დროით 11:15 საათზე დაიწყო, თავდაპირველად გამოცხადებულ დროზე 3 საათით გვიან.  ისრაელმა მიიღო მძევლების სია, რომელიც ჰამასმა დღეს უნდა გაათავისუფლოს. შეთანხმების ძალაში შესვლა სწორედ არასრული სიის გამო დაგვიანდა. თავდაპირველად "ჰამასმა" თელ-ავივს 33 მძევლიდან მხოლოდ 30-ის გვარი გადასცა და განაცხადა, რომ იყო "ტექნიკური" შეფერხება სამი მძევლის გვარის მიწოდებაში.

წყარო: მთავარი არხი