ღაზას ქალაქსა და მის მიდამოებში ისრაელის თავდაცვის ძალების და შეიარაღებულ პირებს შორის სასტიკი ბრძოლა გრძელდება, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროები ალ-შიფას ჰოსპიტალში არიან ჩაკეტილი, სადაც „ჰამასის“ მთავარი შტაბი მდებარეობს.
ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, ათასობით მედიკოსი, პაციენტი და იძულებით გადაადგილებული ადამიანი შიფას საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზეა ჩაკეტილი, სადაც ელექტროენერგია არ არის და საჭირო მარაგები მცირდება.