გერმანიის მშპ 2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა სამ თვესთან შედარებით, 0.3%-ით გაიზარდა, - საბოლოო მონაცემები ფედერალური სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა.

მაჩვენებელი დაემთხვა როგორც წინასწარ გამოცხადებულ მონაცემებს, ასევე Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების კონსენსუსის პროგნოზს.

წლიური მაჩვენებლით, გერმანიის ეკონომიკა მეოთხე კვარტალში 0.4%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელიც უცვლელი დარჩა და ექსპერტების მოლოდინებს დაემთხვა.

კვარტალური დინამიკა საუკეთესო იყო ბოლო სამი კვარტალის განმავლობაში, ხოლო წლიური დინამიკა - ბოლო სამი წლის განმავლობაში.

ვრცლად interfax - ზე