ევროკავშირი ენერგოობიექტებზე რუსეთის თავდასხმებისთვის ემზადება, - ამის შესახებ იტყობინება Politico.

გამოწემა წერს, რომ ენერგომომარაგების უსაფრთხოება ევროკავშირის ქვეყნებისთვის პრიორიტეტულია, განსაკუთრებით 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული კრიზისის შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის არმიის მიერ მასიური საჰაერო დარტყმების შედეგად უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულმა განადგურებამ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები აიძულა, გაეძლიერებინათ საკუთარი ელექტროსადგურებისა და ქსელების დაცვა.

ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა ევროკავშირისგან 113 მილიონი ევრო მიიღეს ახალი თავდაცვის ზომებისთვის, მათ შორის ფიზიკური ბარიერების დამონტაჟებისთვის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად სამხედრო და კიბერშესაძლებლობების განლაგებისთვის, დრონებით თავდასხმების თავიდან ასაცილებლად სიგნალის ჩახშობის ტექნოლოგიებისთვის და საგანგებო სარემონტო ჯგუფების შესაქმნელად. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკომისიამ ასეთი მიზნებისთვის თანხები გამოყო.