გერმანიაში საცალო ვაჭრობა ოქტომბერში 1,5%-ით შემცირდა სექტემბერთან შედარებით, იტყობინება ქვეყნის ფედერალური სტატისტიკური სააგენტო (Destatis). მედია წერს, რომ ეს არის ყველაზე ცუდი დინამიკა 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ.

Trading Economics-ის გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ 0,3%-ით კლებას ელოდნენ.

წლიური თვალსაზრისით გერმანიაში საცალო გაყიდვები გაიზარდა 1%-ით (ბაზრის პროგნოზი - ზრდა 3,2%).

სექტემბერში საცალო გაყიდვები გაიზარდა 1.2%-ით წინა თვესთან შედარებით და 3.8%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ოქტომბერში გერმანიაში სურსათის საცალო ვაჭრობის გაყიდვები წინა თვესთან შედარებით 0,1%-ით გაიზარდა, ხოლო არასასურსათო მაღაზიების გაყიდვები 2,2%-ით შემცირდა.

გერმანიაში იმპორტის ღირებულება ოქტომბერში თვიურად 0,6%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,8%-ით შემცირდა.

interfax