ბანანის გლობალური მწარმოებლები ამინდის პირობებისა და პოლიტიკური დაძაბულობის გამო, გამოწვევების წინაშე დგანან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ხილის ფასების ზრდა 2027 წელს, წერს Bloomberg.

Carlos Lopez-Flores, Chiquita Brands International-ის კვების დისტრიბუტორის აღმასრულებელმა დირექტორმა, აღნიშნა, რომ ბანანის მოყვანა უფრო რთული და ძვირი გახდა, ვიდრე ერთი წლის წინ. მისი პროგნოზით, 2027 წელს ხილის გაყიდვები შემცირდება და მისი ღირებულება გაიზრდება.

2027 წელი შეიძლება იყოს ყველაზე რთული წელი ინდუსტრიისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

„ჩვენ ველით, რომ 2026 წლის დასასრული და მომავალი წლის დასაწყისი იქნება ძალიან რთული პერიოდი ინდუსტრიისთვის“, - დასძინა ლოპეს-ფლორესმა.