გერმანელები უფრო პესიმისტურები არიან, ვიდრე ბოლო ათი წლის განმავლობაში, წერს Welt Ipsos-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით.
ამრიგად, 18%-ს არ სჯერა, რომ გერმანია სწორ გზაზეა. მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებს მიგრაცია, სიღარიბე და ინფლაცია.
ეკონომიკურ მდგომარეობას კარგად აფასებს 27%. ეს 11 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2024 წელთან შედარებით. ყოველი მესამე ადამიანი უჩივის ცხოვრების დონის დაქვეითებას.
გამოკითხულ გერმანელთა დაახლოებით მესამედს მიაჩნია, რომ მიგრაცია ერთ-ერთია იმ სამ უდიდეს გამოწვევაში, რომლის წინაშეც საზოგადოება დგას. მეორე ადგილზეა სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის პრობლემა (33%), რასაც მოსდევს ინფლაცია (31%). სამხედრო კონფლიქტის საფრთხის შესახებ შეშფოთება მნიშვნელოვნად გაიზარდა და მეოთხე ადგილზეა შეშფოთების მიზეზების რეიტინგში.
Ipsos-ის გამოკითხვა 29 ქვეყანაში 23000-ზე მეტ რესპონდენტს შორის ჩატარდა. გერმანიაში დაახლოებით ათასი ადამიანი გამოიკითხა 2024 წლის 22 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით.