გერმანიამ უკვე მიაღწია 2030 წლისთვის მზის ენერგიის წარმოების დაგეგმილი მიზნის ნახევარს. ამჟამად მზე უზრუნველყოფს არა განახლებადი წყაროებისა და ატომური ენერგიის მიერ გამომუშავებული ენერგიის თითქმის 14%-ს, რაც ეროვნული რეკორდის დამყარებაა – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
მზის პანელების უმეტესობა განთავსებულია ბიზნესებისა და კერძო სახლების სახურავებსა და აივნებზე. პანელები ასევე დამონტაჟებულია ქუჩის ავტოსადგომების სახურავებზე და ზოგიერთ შემთხვევაში, წყლის ობიექტებზეც კი.
დღესდღეობით, მზის პანელები დაახლოებით 107.5 გიგავატ სუფთა ენერგიას გამოიმუშავებენ. 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 215 გიგავატს მიაღწევს. მზე უკვე ფარავს გერმანიის ელექტროენერგიის მთლიანი მოთხოვნილების დაახლოებით 15%-ს.